NATO: უკრაინაში რუსული ჯარები შედიან

NATO: უკრაინაში რუსული ჯარები შედიან

12.11.2014

NATO -მ ბოლო დღეებში უკრაინაში რუსეთიდან სამხედრო ტექნიკისა და ჯარის გადასროლის ფაქტები დააფიქსირა. ამის შესახებ ევროპაში NATO -ს ძალების სარდალმა ფილიპ ბრიდლავმა განაცხადა.

„ბოლო ორი დღის განმავლობაში ვხედავთ იგივეს, რას შესახებაც იტყობინება ეუთო. ვხედავთ რუსული ტექნიკის, ძირითადად რუსული ტანკების, აერტილერიის, ჰაერსაწინააღდეგო სასუალებების და რუსული საბღძოლო ქბვედანაყოდების კოლონების შესვლას უკრაიბნაში", - განაცხადა, სააგენტო AFP-ს ცნობით, გენერალმა ბრიდლავმა სოფიაში ყოფნისას.

მისი თქმით, ალიანსს არ გააჩნია ზუსტი მონაცემები ამ ძალების რაოდენობის შესახებ, თუმცა დანამდვილებით შეძლება ითქვას, რომ უკრაინაში არაერთი სამხედრო კოლონის გადაადგილება დაფიქსირდა.

მანამდე ცნობა დონეცკის ოლქში სამხედრო ტექნიკის გადაადგილების შესახებ ეუთო-ს დამკვირვებლებმა გაავრცელეს. განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის ემზადება, გაერო-ში ქვეყნის წარმომადგენელმა იური სერგეევმა ტვიტერის მეშვეობით გაავრცელა. მისი მტკიცებით, ბოლო მოვლენები 

By: tabula



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge