1.„კახა ბენდუქიძის გარდაცვალება საზარელი დარტყმაა, ამის წარმოდგენაც კი რთულია. ერთია რომ ეს უბედურებაა უკრაინისთვის, რომელსაც ის ბოლო ხანებში სასარგებლო რჩევებს აძლევდა, მეორეს მხრივ კი კიდევ უფრო დიდი უბედურებაა თუ რა ბედი ეწევა მის უნივერსიტეტებს, რომლებსაც ის აფინანსებდა და მისი პატრონაჟის ქვეშ იყო. ახლა მათ გაძარცვავენ, დაანგრევენ, ყველას გაყრიან და არაფერი არ დარჩება - ასეთია ახლა საქართველო“
მატვეი განაპოლსკი, ტაბულა
2."დღეს Forbes Georgia-ს რედაქციაში იუსტიციის სამინისტროს აპარატიდან დარეკეს და გადმოგვცეს მინისტრის, თეა წულუკიანის „მითითება“, აღარ გავუგზავნოთ ჟურნალი, რომელიც აქამდე სამინისტროს ყოველთვიურად ეგზავნებოდა,"- წერია Forbes Georgia-ს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.
Forbes Georgia-ს თანამშრომლის კითხვას – ბოლო ნომრის ყდა ხომ არ გახდა ამის მიზეზი? - მინისტრის თანაშემწემ, ნონა მეტრეველმა უპასუხა – „არა მარტო“ და აღნიშნა, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მინისტრი უარს ამბობს რომელიმე ბეჭდური გამოცემის მიღებაზე."
Forbes Georgia-ს ბოლო, ნოემბრის ნომრის ყდაზე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტოა.
იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა, მარიამ სხილაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქმის კურსში არ არის და გაარკვევს.
By: netgazeti
3.“ვეუბნები ხელისუფლებას , თუ კი ის არ შესრულდა რაზეც ჩვენ ერთობლივად შევთანხმდით, იმ შემთხვევაში მე თავს უფლებას ვაძლევ, რომ ამაზე ვილაპარაკო”. ეს განცხადება, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გერმანიასა და საფრანგეთში გამართულ შეხვედრებთან დაკაშირებით საუბრისას , ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გადაცემა "რეაქციაში" გააკეთა. "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის განცხადებით, ის სეთანხმებები, რომელიც საფრანგეთსა და გერმანიაში შედგა არის სახელმწიფოებრივი შეთანხმებები. ალასანიას თქმით, ამ ეტაპზე მას ამ შეხვედრების შინაარსზე საუბარი არ შეუძლია, თუმცა იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდება, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს მიღწეულ შეთანხმებას, ის ვალდებული იქნება აღნიშნულზე საჯაროდ და ღიად ისაუბროს.ექსმინისტრის განცხადებით, მიღწეული შეთანხმება ეხება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას და ქვეყნის უსაფრთხოებას.
By: Pirveliradio
4.“ძალიან დამამწუხრა ცნობამ კახა ბენდუქიძის გარდაცვალების შესახებ. მას გაიხსენებენ დიდი პატივისცემით ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლებების დამკვიდრებაში მისი წვლილის, საკუთარი სამშობლოს, საქართველოს მიმართ ერთგულებისა და უდიდესი დამსახურებისათვის. ”
14 ნოემბერი, 2014 აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივანი დონალდ რამსფელდი, Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
5. "კახა ბენდუქიძე დიადი პატრიოტი იყო", - ამის შესახებ Economist-ის ჟურნალისტმა ედვარდ ლუკასმა განაცხადა.
ლუკასმა ბენდუქიძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და მასთან ურთიერთობა გაიხსენა.
„კახა ბენდუქიძე დიადი ადამიანი, კარგი წყარო, დიადი პატრიოტი და ძალიან მხიარული ადამიანი იყო. არასოდეს დამავიწყდება, როდესაც უმაღლესი დონის სუში რესტორანში წავიყვანე და მან Economist-ის გართობისთვის გამოყოფილი ერთი თვის ბიუჯეტი, ჩემ თვალწინ შეჭამა“, - განაცხადა ლუკასმა.
By: tabula