დღეს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, აქცია “არა ანექსიას” გაიმართა. აქციის მონაწილეებმა პირველ რიგში კახა ბენდუქიძის ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი. შემდეგ კი, ემოციური სიტყვებით გამოვიდნენ როგორც საპარლამენტო უმცირესობის, ასევე ქართული საზოგადოების რიგითი წარმომადგენლები. მათ თავიანთ გამოსვლებში აღნიშნეს, რომ ეს აქცია, იყო ხელისუფლების გაფრთხილების აქცია. აღნიშნეს, რომ ქვეყნის ინტერესების, სამშობლოს და ადამიანების დასაცავად არაფერი კეთდება და საქართველოს ხელისუფლება 2 წელია რაც მხოლოდ შურისძიებაზე არის გადასული.
აქციაზე, სიტყვით გამოსულმა აფხაზეთის მკვიდრმა ახალგაზრდამ, იმათ გასაგონად, ვისაც რუსეთში 37 მანეთად ფრენა და იქ ბორშის მირთმევა ენატრება, განაცხადა, რომ მას, მხოლოდ საკუთარი სახლი ენატრება აფხაზეთში.
აქციის მონაწილეები, "მიშა, მიშას" ძახილით შეეგებნენ მიხეილ სააკაშვილის ემოციურ ჩართვას კიევიდან, სადაც, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა მსგავსი აქცია. საქართველოს ჰიმნის შესრულების შემდეგ 15 ნოემბრის მრავალათასიანი აქცია მშვიდობიანად დასრულდა.