აქციაზე მისვლის გამო მოხსნილი

აქციაზე მისვლის გამო მოხსნილი

18.11.2014

15 ნოემბრის აქციაზე მისვლის გამო აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონი თაველა ასათიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კობა სუბელიანი ავრცელებს.

„აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონი თაველა ასათიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს, 15 ნოემბერს მიტინგზე რატომ იყავიო. ეს არის დაპირებული დემოკრატია ? მის მცირეწლოვან შვილს რას ეუბნებით ?“,-წერს კობა სუბელიანი „ფეისბუქზე“

თაველა ასათაინი მუხიანში მდებარე ერთ-ერთ ბაგა-ბაღში მუშაობდა.

By: pirveliradio

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge