საქართველო რომ ახალ საქართველოდ იქცეს...

საქართველო რომ ახალ საქართველოდ იქცეს...

20.11.2014

ნიკა რურუა

აზრები

1.ჩვენი მოწინააღმდეგე, პუტინის რუსეთი, ჩვენს ქვეყანას მხოლოდ ტანკებით, ბომბებით, ტყვიებით არ ებრძვის. ის ასევე გვებრძვის სიტყვით, აზრით, რომლის ჩანერგვასაც ის ჩვენს გულებში ცდილობს. ის გვებრძვის ეჭვის, შიშის, უიმედობის, ან ინდიფერენტულობის ჩვენს გულებში ჩანერგვით.

2. If Ireland is to become a new Ireland she must first become European.
James Joyce.

თუ ირლანდია ახალ ირლანდიათ უნდა იქცეს, ის ჯერ ევროპული უნდა გახდეს.
ჯეიმს ჯოისი.

P.S. ზუსტად ასეა საქართველოს შემთხვევაშიც - ის, რაც ირლანდიამ 100 წლის წინ გააკეთა, დღეს უნდა გავაკეთოთ ჩვენც.

3. “თუ თქვენ ქონება უფრო გიყვართ, ვიდრე თავისუფლება; მონობის სიმშვიდე გირჩევნიათ თავისუფლებისთვის აღმაფრთოვანებელ ბრძოლას - გთხოვთ, მშვიდობით დაგვეხსენით. ჩვენ თქვენგან არც რჩევებს ვითხოვთ, არც იარაღით ხელში დახმარებას. მოიხარეთ და ალოკეთ ის ხელები, რომელიც გაჭმევთ. გისურვებთ, რომ ჯაჭვები რომლითაც შემოჭილნი ხართ, მსუბუქად გეჩვენონ, და ჩვენს თავს კი ვუსურვებ, რომ შთამომავლობამ დაივიწყოს, რომ ოდესღაც ჩვენი თანამემამულენი გერქვათ!”

სემუელ ადამსი, “თავისუფლების სული, რომელმაც გულები გამოგვიცოცხლა”.
1776, ფილადელფია, პენსილვანია, ა.შ.შ.

“If you love wealth better than liberty, the tranquility of servitude than the animating contest of freedom – go from us in peace. We ask not your counsels or arms. Crouch down and lick the hands with feed you. May your chains sit lightly upon you, and may posterity forget that you were our countryman!”

Samuel Adams, “The spirit of liberty which now animates our hearts”.
1776, Philadelphia, Pennsylvania, USA.

P.S. ეს სიტყვები შეიძლება ჩვენც დაგვეწერა, დღევანდელ საქართველოში.

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge