უარი ვთქვათ დამარცხებაზე!

უარი ვთქვათ დამარცხებაზე!

21.11.2014

ნიკა რურუა

ბევრჯერ გაგვიგია, რომ მტერი ბევრად ძლიერია და რომ მასთან პირდაპირ ჭიდილში გამარჯვება ჩვენ არ შეგვიძლია. შეიძლება ეს ასეცაა. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი პირდაპირ მასზე გამარჯვება არ შეგვიძლია, სამაგიეროდ შეგვიძლია უფრო ძლიერი რამ - უარი ვთქვათ დამარცხებაზე. და ეს სამომავლო გამარჯვების საფუძველი და წინაპირობაა.

ამდენად, ჩვენ მტრის იარაღზე ძლიერი იარაღი გაგვაჩნია - ესაა ჩვენი უარი; უარი დანებებაზე, უარი უიმედობაზე, უარი შიშზე და გულგრილობაზე; და რაც მთავარია, უარი ჩვენს მთავარ და სამართლიან მიზანზე ხელის აღებაზე - რომ გვქონდეს თანამედროვე, დემოკრატიული ქართული სახელმწიფო.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge