ნიჭიერი მოსწავლეების დაჯილდოება

ნიჭიერი მოსწავლეების დაჯილდოება

23.11.2014

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებში გამარჯვებულ 8 მონაწილეს ფულადი ჯილდოები და სიგელები გადასცა.

„განსაკუთრებით ნიჭიერი ახალგაზრდების წახალისების პროგრამის" ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყოველწლიურად აფინანსებს საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები გუნდების მონაწილეობას მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ ოლიმპიადებში: მათემატიკაში (IMO), ფიზიკაში (IPHO), ინფორმატიკაში (IOI), ბიოლოგიასა (IBO) და ქიმიაში (ICHO).

ზემოაღნიშნულ ოლიმპიადებში მსოფლიოს 100-მდე ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ. მათ შორისაა საქართველოს მოსწავლეებიც. სამინისტროს რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი უზრუნველყოფს თითოეულ საგანში ნაკრები გუნდების დაკომპლექტებას, წვრთნას და ოლიმპიადებში მონაწილეობას. ნაკრები გუნდები ეროვნულ საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეებისაგან კომპლექტდება, მოსწავლეები შერჩევამდე სპეციალურ ტურებს გადიან.

ბოლო წლების მანძილზე საერთაშორისო ოლიმპიადების მონაწილეებს მოპოვებული აქვთ 3 ოქროს, 15 ვერცხლის, 48 ბრინჯაოს მედალი და 31 საპატიო სიგელი. წელს, საერთაშორისო ოლიმპიადებში 23 მოსწავლე მონაწილეობდა, შედეგად - 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. 4-მა მოსწავლემ საპატიო სიგელი დაიმსახურა.

საერთაშორისო ოლიმპიადების გამარჯვებულები არიან:

ზაურ მეშველიანი (ვერცხლის მედალი მათემატიკაში) - თბილისის 199-ე საჯარო სკოლა-პანსიონის "კომაროვი" X კლასის მოსწავლე;
გიორგი სვანაძე (ბრინჯაოს მედალი მათემატიკაში) - თბილისის 199-ე საჯარო სკოლა-პანსიონის "კომაროვი" - XII კლასის მოსწავლე;
გიორგი გონაშვილი (ბრინჯაოს მედალი მათემატიკაში) - თბილისის 199-ე საჯარო სკოლა-პანსიონის "კომაროვი" - XII კლასის მოსწავლე;
ნიკოლოზ სვანიძე (ოქროს მედალი ინფორმატიკაში) თბილისის 199-ე საჯარო სკოლა-პანსიონის "კომაროვი" - XII კლასის მოსწავლე;
ელენე მაჩაიძე (ბრინჯაოს მედალი ინფორმატიკაში) თბილისის 199-ე საჯარო სკოლა-პანსიონის "კომაროვი" - XI კლასის მოსწავლე;
გიორგი სხირტლაძე (ბრინჯაოს მედალი ინფორმატიკაში) დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი X კლასის მოსწავლე;;
გიორგი ცხადაძე (ვერცხლის მედალი ფიზიკაში) თბილისის 199-ე საჯარო სკოლა-პანსიონის "კომაროვი" - XII კლასის მოსწავლე;
ჯონეტა გვაზავა (ბრინჯაოს მედალი ბიოლოგიაში) აბაშის #1 საჯარო სკოლა - XII კლასის მოსწავლე;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გამარჯვებულ მონაწილეებს ფულადი პრიზებით აჯილდოებს:

ოქროს მედლის მფლობელი - 3000 ლარი;
ვერცხლის მედლის მფლობელი -2000 ლარით;
ბრინჯაოს მედლის მფლობელი - 1000 ლარით;

By: komarovi.edu.ge

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge