ბარაკ ობამას მიერ გამოცემული განკარგულებით 5 მილიონი არალეგალი იმიგრანტი დეპორტაციას გადაურჩა. Fox News -თან ინტერვიუში ამ ფაქტით უკმაყოფილო სარა პეილინმა (ალიასკის ყოფილი გუბერნატორი) განაცხადა: “ობამას ადგილზე, მე შევკრებდი ყველა ამ 11 მილიონ ადამიანს, ჩავსვამდი ნავებში და გავამგზავრებდი უკან, თავიანთ სახლებში. ლიბერალური მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს ჰგონიათ, რომ არ შეიძლება ამ ხალხის გაყრა. მე კი ვამბობ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ, თუ გვეყოლება საკმარისი რაოდენობის გემი... მოვიძიოთ ყველა საკრუიზო, თევზსაჭერი გემი, ყველა იახტა, რომელიც ობამას დონორთა მფლობელობაშია, შევფუთოთ ეს 11 მილიონი ემიგრანტი და გავუშვათ გაშლილ ოკეანეში. ხანგრძლივი მოგზაურობის დროს მათ საკმარისი დრო ექნებათ იმისათვის, რომ დაფიქრდნენ, როგორ არ უნდა ჩამოვიდნენ ამერიკაში და თავისი საქციელით როგორ არ უნდა დააყენონ საფრთხის ქვეშ ჩვენი ქვეყნის აყვავება და განვითარება. ”