თემურ ცაგურია
დღეს, მადლიერების დღეა ამერიკაში.
ვაშინგტონი. 1993 წელი. მანქანით ვმგზავრობ. ეტყობა, რაღაც დავარღვიე, რადგან შავკანიანი პოლიციელი ქალბატონი დამეწია თავისი მოტოციკლეტით, გამაჩერა, ჩემი ნომერი ჩაიწერა, შემდეგ, ფანჯარასთან მოვიდა და საბუთები მთხოვა . ალერსიანად გავუღიმე ქალბატონს, საბუთები გავუწოდე. თან, ჩემი სიმღერების კასეტა ამოვიღე ჩანთიდან და კიდევ უფრო ალერსიანად მივაწოდე და ვუთხარი: " სექს გივინგ მემ-მეთქი!" ქალბატონს თვალები გაუფართოვდა და მრისხანედ შემომხედა. მე, ხელმეორედ და დიდის მოწიწებით გავუმეორე მილოცვა. ინსპექტორმა ჯერ კასეტას დახედა, ნახა, რომ უცხოელი ვარ, შემდეგ ჩემს 33 კბილიან ღიმილს შეეფეთა და ხარხარი აუტყდა, ცხვირსახოცზე იტაცა ხელი და ცრემლების წმენდას შეუდგა. მისი ხმა ახლაც ჩამესმის..".თენკს გივინგ!!! " "თენქს გივინგ !!! " მიმეორებდა და ასე ხარხარითა და ცხირსახოცის ქნევით ჩამიტარა ინგლისურის გაკვეთილი. შემდეგ, კასეტა ჯიბეში ჩაიდო, დაძრა თავისი მოტოციკლეტი და კისკისით მიეფარა თვალს.
განმარტებისთვის: დღესასწაულს, რომელიც ქალბატონს მივულოცე " თენკს გივინგი" ჰქვია და იწყება სიტყვიტ ,,მადლობა'' ანუ თენკს! მე კი, როგორც ყოველთვის ავურიე და მადლობის ნაცვლად სექსი მეთქი ვატაკე! "სექს გივინგ" -ში სიტვყა ,,გივინგ,, ითარგმნება როგორც მიცემა ... ისე გამომივიდა რომ, "სექსისა და მიცემის დღესასწაული" მივულოცე ქალბატონს . ბედმა გამიღიმა და იუმორის გრძნობა აღმოაჩნდა ინსპექტორს, თორემ, ციხე არ ამცდებოდა...