ამერიკულმა ფინანსურ-ეკონომიკურმა ჟურნალმა სახელწოდებით ფორბზი (ინგლ.Forbes) 2014 წელს უკრაინაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის ტარიელ ვასძის ქონება 104 მილიონ დოლარად შეაფასა.
შრომითი საქმიანობა ტარიელ ვასაძემ მშობლიური ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსაში ხიდმაღალას კოლმეურნეობაში ავტოზეინკლად დაიწყო. ეს 1965 წელი იყო. სულ მალე უკრაინაში გაემგზავრა და კიევის საგზაო საავტომობილო ინსტიტუტში ჩააბარა. სწავლა 1971 წელს ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით დაამთავრა. 1971-82 წლებში მუშაობდა ინჟინრად, უფროს ოსტატად, საამქროს უფროსად, ტექნიკური მომსახურების სადგურის დირექტორად, გაერთიანება „კიევავტოტექმომსახურების“ გენერალური დირექტორის მოადგილედ. 1982-1991 წლებში უკრაინის ავტოტექმომსახურეობის რესპუბლიკური სამმართველოს უფროსი იყო. 2002 წელს უკრაინის პრემიერ-მინისტრის ანატოლი კინახის მრჩეველი იყო. იმავე წლის გაზაფხულზე გახდა უკრაინის სახალხო დეპუტატი. 2006-07 წლების საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და იულია ტიმოშჩენკოს ბლოკიდან რადას დეპუტატი გახდა. ამჟამად კორპორაცია "უკრავტოს" თანამფლობელია.
ტარიელ ვასაძეს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ვაჟიშვილი ვახტანგ ვასაძე სააქციო საზოგადოება "Авто ЗАЗ"-ის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს.
გოგონა ნინო ვასაძე კი უკრაინაში გამოქვეყნებულ გავლენიანი ქალების რეიტინგში 92-ე ადგილზეა.
რეიტინგში 100 ქალბატონი შევიდა. ყველა მათგანი უკრაინის ტერიტორიაზე საქმიანობს. ნინო ვასძე Merсedes-Benz-ის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანიის, "ავტოკაპიტალის" ფინანსური დირექტორია და 28 წლის გახლავთ. ნინო ვასაძეს, ბიზნეს-წრეების გარდა, ელიტურ საზოგადოებაშიც კარგად
იცნობენ. ის ხმაურიანი წვეულებების ხშირი სტუმარია. მისი განკარგულებით, "მერსედესის" ბოლო მოდელებს ფილმების გადაღებისას და კონცეპტუალური ფოტოსესიებისთვის ირჩევენ.
ტარიელ ვასაძეს ოჯახის, ბიზნესისა და პოლიტიკის გარდა უყვარს ნადირობა. მან კიევთან ახლოს იჯარით აიღო ტყე, სადაც საგანგებოდ ამრავლებენ და ზრდიან გარეულ ფრინველებს და ცხოველებს. ვასაძე თავისუფალ დროს მეგობარ პოლიტიკოსებთან ერთად ნადირობაში ატარებს.
ქვემოთ მოცემული ვიდეოს 45:50-ზე შეგიძლიათ უყუროთ ვახტანგ ვასაძის გამოსვლას.