რეცეპტის მიზანია, დაავადებული ორგანო გამოაჯანმრთელოს და უარყოფითი ენერგეტიკისგან გაათავისუფლოს.
მას ღვიძლის გაწმენდაც კი შეუძლია. ამიტომ, ნუ დაიზარებთ და გააკეთეთ. დაგჭირდებათ: 2 სადილის კოვზი თაფლი, 2 ს/კ ფქვილი და 1 კვერცხი.
ინგრედიენტები ერთი პორციისთცისაა განკუთვნილი. თუ დიდი ზომის კვერი დაგჭირდებათ, გაზარდეთ პროპორციები. სამკურნალო კვერი მკვრივი მასა უნდა იყოს, არც ჩამოიღვენთოს და არც დაიფშვნას.
ნორმალურ კონსისტენციას ფქვილის რაოდენობის ცვალებადობით მიიღებთ. ღვიძლის მკურნალობისას კვერი ღვიძლზე უნდა დაიდოთ და ზემოდან ნაჭერი ან პოლიეთილენი დაიფაროთ. სასურველია, მკურნალობის დროს პაციენტი იწვეს. პროცედურა 20-დან 40 წუთამდე გრძელდება.
კვერი კარგად ხსნის ტკივილს, კარგ შედეგს იძლევა მასტოპათიის დროს. აგრეთვე, შეუცვლელი საშუალებაა ფილტვების ანთების, ჩირქოვანი მუწუკის, ძირმაგარის, სინუსიტების, ანგინისა და მისთანების დროს.
კვერები 40 წუთის შემდეგ უნდა გადააგდოთ, მისი ხელმეორედ გამოყენება დაუშვებელია. შეგიძლიათ დღეში რამდენიმე (გამოჯანმრთელებამდე) გაიკეთოთ, მაგრამ ყოველ ჯერზე ახალ-ახალი კვერი უნდა დაამზადო.
marao.ge