უკრაინის შს მინისტრის მოადგილედ ეკა ზღულაძის კანდიდატურა განიხილება

უკრაინის შს მინისტრის მოადგილედ ეკა ზღულაძის კანდიდატურა განიხილება

30.11.2014

საკვირაო დაიჯესტი

1.საინფორმაციო სააგენტო Liga.net-ის ინფორმაციით, უკრაინის მთავრობაში მინისტრებად და მათ მოადგილეებად საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნა განიხილება.

არსებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის შს მინისტრის მოადგილედ ეკა ზღულაძის კანდიდატურა განიხილება. ის წლების განმავლობაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ბოლო პერიოდში კი მინისტრის მოვალეობასაც ასრულებდა.

Liga.net-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ზურაბ ადეიშვილის კანდიდატურა განიხილება.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, იგეგმება კიდევ ერთი პოსტის - ბიზნესომბუდსმენის შექმნა, რომლის ხელმძღვანელობა საქართველოს ექსპრემიერმინისტრ ნიკოლოზ გილაურს შესთავაზეს, თუმცა მან ამ პოსტზე უარი განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ცვლილება უკრაინის კანონმდებლობაში რამდენიმე დღის წინ განხორციელდა, რომლის მიხედვითაც უკრაინის მთავრობას შესაძლებლობა აქვს უკრაინის მთავრობაში დანიშნოს უცხოეთის მოქალაქე ამა თუ იმ თანამდებობაზე.

Liga.net-ის მიერ მომზადებულ სტატიაში ნათქვამია, რომ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით პეტრე პოროშენკოს გუნდში კომენტარები არ კეთდება. Via:Rustavi2.

2.ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ცამციშვილი ქუთაისის  საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

ცამციშვილის საქმეზე განაჩენის გამოცხადებისას სასამართლოს დარბაზში კურიოზული ვითარება შეიქმნა. მოსამართლემ ცამციშვილისათვის სასჯელის სახით  ჯერ 6 000 -ლარიანი ჯარიმა დასახელა, შემდეგ განაცხადა, რომ შეეშალა და ჯარიმის თანხა 8 000 ლარს შეადგენდა, ხოლო როდესაც განაჩენის გამოცხადება დასრულდა და სასამართლოს დარბაზი დამსწრე პირებმა დატოვეს, ისინი კვლავ დარბაზში დააბრუნეს და მოსამართლემ განაცხადა, რომ ამჯერადაც შეეშალა და ცამციშვილისათვის დაკისრებული ჯარიმა 6 000 ლარს შეადგენდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ცამციშვილის საქმის განხილვა წელიწადისა და რვა თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.  გადაწყვეტილების გამოცხადებას საპარლამენტო უმცირესობის წევრები და იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ლაშა მაქაცარია ესწრებოდნენ.

 ცამციშვილს  ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით თანხის გაფლანგვა ედებოდა.

პროკურატურის მასალების მიხედვით, ქუთაისიდან თბილისამდე ხელოვანების ტრანსპორტირებისათვის ცამციშვილმა ხარჯები ტრაფარეტიდან ტრაფარეტამდე მითითებული 220 კილომეტრის ნაცვლად, 240 კილომეტრზე გამოწერა.

დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს. Via: news.ge

3.ოკლაჰომას შტატის ქალაქ ტულსაში სამი წლის ბავშვმა შემთხვევით თავისი 26 წლის დედაა მოკლა. ბავშვმა იარაღი დივნის ქვეშ იპოვა, იარაღი დატენილი აღმოჩნდა. გასროლის დროს დედა მეორე ბავშვს საფენებს უცვლიდა.

ტრაგედიის ადგილზე, პირველი, ბავშვების ბებია მივიდა, რომელსაც სახლში სისხლში მოსვრილი მცირეწლოვანი ბავშვები და მათი 26 წლის დედის ცხედარი დახვდა. მან სასწრაფოს გამოუძახა თუმცა ექიმების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. Via: newposts

4. ქალბატონო თინა ან დაწყნარდით ან დატოვეთ ოთახი-ასე მიმართა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე თინა ხიდაშელს , რომელიც ცდილობდა გაერკვია საკნონმდებლო წინადადება. Via: pirveliradio

5.  “დავით უსუფაშვილი:  ფრაქცია რესპუბლიკელებმა ამ კოალიციაში გაერთიანებით ავიღეთ პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე, ავიღეთ პასუხისმგებლობა ამ კოალიციაში გაერთიანებით მისი დამაარსებლის, ბიძინა ივანიშვილის წინაშე.” Via: tabula

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge