რუმინეთის დიდი გაერთიანების დღესთან დაკავშირებით რედისონში მიღება გაიმართა

რუმინეთის დიდი გაერთიანების დღესთან დაკავშირებით რედისონში მიღება გაიმართა

01.12.2014

ნანა ჯანაშია / Nana Janashia

დღეს, სასტუმრო რედისონში,  რუმინეთის ელჩმა საქართველოში დუმიტრუ ბადეამ და ელჩის მეუღლემ ქალბატონმა ელენა ბადეამ რუმინეთის დიდი გაერთიანების დღესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გამართეს. ბატონმა ელჩმა დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა მობრძანებისათვის და ისაუბრა რუმინეთის გაერთიანების დღის მნიშვნელობაზე. აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა, 1991 წელს ერთ-ერთმა პირველმა რუმინეთის სახელმწიფომ აღიარა.  რუმინეთის ელჩი შეეხო წმინდა ანთიმოზ ივერიელის მოღვაწეობას, რომელმაც, როგორც რუმინეთის ისტორიაში, ასევე, საქართველოსა და რუმინეთის მეგობრულ ურთიერთობაში დადებითი როლი შეასრულა. მიღებამ თბილ და მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა.

P.S. 1918 წლის 1 დეკემბერს ტრანსილვანია და ბანატი  რუმინელი წარმომადგენლების მხარდაჭერით  რუმინეთის სამეფოში გაერთიანდა.

Today, at the Radisson Hotel, the Romanian Ambassador in Georgia Mr. Dumitru Badea and Mrs. Elena Badea of Romania celebrate  National Day of Romania. The Ambassador thanked the audience for coming and spoke about the importance of the unification of Romania. Said that Romania was one of the first to recognize Georgia's independence in 1991. Romanian ambassador also talked about St. Anthimos Iverieli’s activities, whom, had a positive role in a friendly relationship between Georgia and Romania. The reception went on in a warm and friendly atmosphere.

P.S.On December 1, 1918 Great unification day of Romania. In this day Transylvania and Banat joined the United Kingdom of Romania. So it was called the national day of Romania.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge