უკრაინის სამი უცხოელი მინისტრი უკრაინულის შესაწავლას იწყებს

უკრაინის სამი უცხოელი მინისტრი უკრაინულის შესაწავლას იწყებს

03.12.2014

უკრაინის პრემიერ-მინისტრის არსენ იაცენიუკის განცხადებით უცხოელი მინისტრები, რომლებმაც უკრაინის მოქალაქეობა მიიღეს, უკრაინულ ენას შეისწავლიან. 
"მინდა მივესალმო ახალ მინისტრებს, განსაკუთრებით იმ მინისტრებს, რომლებმაც მიიღეს უკრაინის მოქალაქეობა და აქ იმუშავებენ. მადლობელი ვარ თქვენი სურვლისთვის, რომ მოქალაქეობის მიღების გარდა აპირებთ შეისწავლოთ უკრაინული ენა", -განაცხადა იაცენიუკმა მთავრობის პირველ სხდომაზე. 
უკრაინის მინისტრთა კაბინეტში სამი უცხოელია. მათშორის არის ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი, აშშ-ს მოქალაქე ატალია იარესკო, რომელიც უკრაინის ფინანსთა მინისტრი გახდა, ხოლო ლიტველმა აივარას აბრომავიჩუსმა ეკონომიკის მინისტრის პოსტი ჩაიბარა.

via: pirveliradio



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge