იუგოსლაველი დიქტატორის ტიტოს სახელწოდებით ცნობილი ბუნკერი 26 წლის განმავლობაში შენდებოდა და 4,5 მილიონი დოლარი დაჯდა. ბუნკერი 280 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს და გათვლილია 200 ადამიანზე 2 წლის განმავლობაში საცხოვრებლად. ტიტოს ძალიან ეშინოდა ატომური ომის და ამის გამო ააშენა ეს ბუნკერი. მშენებლობა 1953 წელს დაიწყო და 1979-ში დასრულდა. ბუნკერს 6,5 ათასი კვადრატული კილომეტრი უკავია და ის ქალაქ კონიცაში მდებარეობს. ბუნკერი 12 სათავსოსგან შედგება. თავიდან იქ მოთავსებული იყო საჭმლის, წყლის და წამლების 2 წლის მარაგი. შუქისთვის დიზელ-გენერატორი იქნა შეტანილი. ბუნკერს მიწის ზედაპირიდან მიეწოდება ჰაერი, რომელიც ფილტრებით იწმინდება. ამჟამად ბუნკერი ბოსნიელი მხატვრების მფლობელობაშია.