ნანა ჯანაშია
ნაჭუჭგაცლილი თხილის გულის მსოფლიო ექსპორტის 10,8 % საქართველოს უჭირავს და თურქეთის შემდეგ მეორე ადგილი უკავია. ეს დარგი საქართველოში სახელმწიფოსგან სუბსიდირების გარეშე განვითარდა. მეთხილეობის განვითარებისთვის დარგის სპეციფიკის გამო ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ არის გამოყოფილი, შედეგი კი განსაცვიფრებელია. თუ სახელმმწიფო გლეხს იმაში მაინც დახმარება, რომ შეწამლოს ნერგები, მოსავალი გაორმაგდება. გლეხს ასევე სჭირდება ინფორმირება იმ ტექნოლოგიებზე, რომლებიც მსოფლიოში აპრობირებულია და თხილის გაშრობასა და შენახვას უზრუნველყოფს. პროდუქციის ხარისხი ამაღლდება თუ მაგალიათად, ინფრაწითელი სხივებით თხილის გულის გაშრობის მეთოდი საქართველოშიც დაინერგება. მიმდინარე წელს, თხილის ექსპორტიდან შემოსული თანხა დაახლოებით 160 მილიონ დოლარს შეადგენს. ქართველი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2020 წლისთვის თხილის წარმოებიდან მიღებული შემოსავალი 300 მილიონ დოლარამდე გაიზრდება. ექსპორტის მზარდი დინამიკის მქონე მეთხილეობის დარგი ქვეყნის სოციალურ მდგომარეობას აშკარად გააუმჯობესებს.
ასე რომ, მოვეფეროთ თხილს!