უნდა აღინიშნოს, დახვეწილა

უნდა აღინიშნოს, დახვეწილა

05.12.2014

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე, სოციალურ ქსელში, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს ეხმაურება, რომელიც მან მისი მეუღლის მისამართით გააჟღერა და რამდენიმე კითხვას სვავს " უნდა აღინიშნოს, დახვეწილა. ისე არამტკიცებულებითი ფორმით სვამს შეკითხვებს, ცილისწამებაზეც ვერ უჩივლებ. კი ძალიან მეზარება, მაგრამ შემხვედრი კითხვები ეწყოს აგერ. არ დავწვრილმანდები, ორი კაკალი კითხვა მხოლოდ:

1. ჩინებული მენეჯერის საუცხოო მენეჯმენტის ფონზე და ოცნების გამარჯვების გარიჟრაჟზე, როცა ხალხში აღარაფრის შიში აღარ იყო, რატომ მიიღეს საპრეზიდენტო არჩევნებზე ალასანიაზე ნაკლები ხმები.
2. თუ სამეგრელოში თავდაუზოგავი ბრძოლა არ მიდიოდა და საფრთხეებიც არ არსებობდა, რატომ ჩაფრინდა მიტინგზე მოულოდნელად რიჩარდ ნორლანდი. 
ასევე სჯობს, ზუგდიდს ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას, უკიდურესი სიმამაცე გამოავლინა ამ ქალაქმა და ზუგდიდში, ზონდერების ალყის ქვეშ ალასანიამ მიიღო ნაციონალებზე მეტი ხმა. საბოლოო შედეგი გადაწონა სოფლებმა, სადაც ხალხი მეტად დაუცველად გრძნობდა თავს. 
და აქვე, მიუხედავად უკვე მიღებული ზეკომპეტენტური პასუხისა, რომელიც გაეცა ხალხს, მაინც მჭირდება ჩაკითხვა, - მოგეხსენებათ, ქმარი უმუშევარი მყავს, ოჯახი ჩემს კმაყოფაზეა და მაინტერესებს, შარშან წინასაახალწლოდ 100 დოლარიდან 10 რომ იყო ფაფუუ, წელს 20 ლარამდე რატომ გაიზარდა ფაფუუ? დაგვიკელით ცოტა, ზამთარი ხარჯიანია ისედაც",-წერს ფანჯიკიძე

via:pirveliradio



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge