გადავადებული ოცნებები

გადავადებული ოცნებები

05.12.2014

უმდიდრესი ქართველის ბიძინა ივანიშვილის კოალიციის ქართული ოცნების მთავრობაში მოსვლის ორი წლის შემდეგ ქვეყნის პოლიტიკა არაკომპეტენტურობისა და შურისძიების მავნე ნაზავია - ნათქვამია The Economist-ის სტატიაში, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხება.

The Economist-ის სტატიაში, "გადავადებული ოცნებები", ვკითხულობთ, რომ საქართველო, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას ბევრი ნაკლი ჰქონდა, მაგრამ მისი ხელისუფლების პირველ წლებში ქვეყანა იდეებით, პროექტებითა და რეფორმებით იყო აქტიური. დღევანდელი საქართველო კი უმოქმედო და დაბნეული ქვეყანაა, რომელსაც მიმართულებაც კი არ აქვს.

სტატიაში წერია, რომ ივანიშვილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გუნდს გაუმჭვირვალობის გამო თავს ესხმოდა, თვითონ კიდევ უფრო მეტად გაუმჭვირვალე - ერთგვარი ჩრდილოვანი სახელმწიფო შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლის წინ პრემიერმინისტრის პოსტიდან გადადგომის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილს არ აქვს ოფიციალური თანამდებობა, ის კვლავ რჩება გადაწყვეტილებების მიმღებ ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად, რომელიც პერიოდულად ეშვება ხოლმე საკუთარი რეზიდენციიდან, რათა პოლიტიკური ნება აისრულოს.

via: tabula



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge