შიში საქართველოს ირგვლივ ანუ განვითარების დემოკრატიული მოდელი სხვებისთვის გადამდები რომ არ გახდეს

შიში საქართველოს ირგვლივ ანუ განვითარების დემოკრატიული მოდელი სხვებისთვის გადამდები რომ არ გახდეს

05.12.2014

პარტია „დასავლური არჩევანის“ თავმჯდომარე კონსტანტინე ბარავოიმ „პირველ რადიოს“ განუცხადა, რომ : “ სხვადასხვა ძალებს სხვადასხვა მიზანი აქვთ საქართველოში. ვფიქრობ, პუტინისა და მისი გარემოცვისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მაგალითი არ გახდეს პირველ რიგში რუსეთისთვის და სხვა სახელმწიფოებისთვის მაგალითი. პუტინი შიშობს , რომ განვითარების დემოკრატიული მოდელი გადამდები იქნება. ივანიშვილი პირად პრობლემებს, პირად ფინანსურ პრობლემებს იგვარებს. მან დაიწყო იმით, რომ უკან დაიბრუნა ის თანხები, რაც ხელისუფლებაში მოსასვლელად დახარჯა. ვფიქრობ, რომ წარსულიდან დაბრუნებული პოლიტიკური ძალებს რომელთა დახმარებითაც ივანიშვილი საქართველოს მართავს გადარჩენის პრობლემა ჰქონდათ. ისინი გადაშენების გზას ადგნენ. მათი გავლენა ნულს უტოლდებოდა. ესენი მარგინალური პოლიტიკური წარმონაქმნები არიან. დღეს კი ისინი ხელისუფლებაში არიან და სააკაშვილს ებრძვიან და საკუთარ წვრილ-წვრილ პორბლემებს იგვარებენ. მაგრამ ვფიქრობ, ამ ხალხს, ქართველები საკადრის პასუხს გასცემენ“.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge