ნიკა მელია: ხელისუფლებამ თავისი საუკეთესო მესამე წელი საკვებ პროდუქტებზე ფასების 10% მომატებით დაიწყო
დღეს ნავთლუღის ბაზარში ვიყავი და სამწუხაროდ შემდეგი ტენდეციები შეიმჩნევა:
1) ფასები თითქმის ყველა პროდუქტზე 10% -ით გაზრდილია!
რიგ სასურსათო პროდუქტზე კი ფასი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. მაგალითად: 1კილოგრამი წიწიბურა 10 დღის წინ 1, 80 ლარი ღირდა, დღეს კი 2, 50 ლარი ღირს.
2) ბაზარში ყველა დასაქმებული მომხმარებელთა მკვეთრ შემცირებაზე საუბრობდა, ანუ მარტივად ამბობენ - „ვაჭრობა არ არის“.