ენის შესწავლის საუკეთესო ხერხი

ენის შესწავლის საუკეთესო ხერხი

06.12.2014

სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი თეიმურაზ გვანცელაძე

აფხაზური ენა საკმაოდ ძნელი სასწავლია. ჩვენმა მაკვარანცხმა სტუდენტებმა მოიფიქრეს ხერხი, თუ როგორ დაიმახსოვრონ აფხაზური სიტყვები: მათ აფხაზურ ენაზე დაწერილი სიტყვები მიაკრეს იმ საგნებს, რომლებსაც ეს სიტყვები აღნიშნავენ, როგორც ხედავთ, ჭერის სახელწოდებას ასე ითვალსაჩინოებენ...

დღეს დილით ჩვენს კაბინეტში შესულს უცნაური სურათი გადამეშალა: მაგიდას, სკამს, ტელეფონს, ფარდას და სხვა ნივთებს ბარათები ჰქონდა მიკრული, რომლებზეც ამ საგნების სახელები ეწერა აფხაზურ-ქართულად.  ჩვენს სტუდენტებს მოუფიქრებიათ ამ სახელების დამახსოვრების ეს ხერხი.

P.S. წლების წინ, ამ ხერხით ვსწავლობდი ინგლისურ ენას. სწრაფად მინდოდა  მესწავლა და მეც ეს  მოვიფიქრე. სწავლის თვალსაზრისით განსაკუთრებით ეფექტურია სამზარეულო, რადგან იქ  უამრავი  ნივთი და პროდუქტია თავმოყრილი. ბარათები მქონდა მიკრული პურზე, ყველზე, კარაქზე... პატივისცემით, Palimfsesti.ge.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge