უკრაინული დანიშვნები

უკრაინული დანიშვნები

06.12.2014

ალექსანდრე კვიტაშვილი უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად მუშაობას უკვე შეუდგა.

ეკა ზღულაძის უკრაინის შს მინისტრის მოადგილედ დანიშნვის შესახებ ინფორმაცია უკვე ოფიციალურადაა დადასტურებული.

 ეკატერინე ტყეშელაშვილი, შესაძლოა, უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნოს.

იგივე ინფორმაცია ვრცელდება ვაშაძეზეც, უკრაინული საიტები წერენ, რომ ვაშაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ინიშნება. ამ დანიშვნის შემთხვევაში ვაშაძეს საქართველოს მოქალაქეობასა და დეპუტატის მანდატზე უარის თქმა მოუწევს. პარლამენტში კი მას სიით შემდეგი ნომერი ჩაანაცვლებს. უკრაინულ მედიაში ასევე გაიჟღერა  ლადო გურგენიძის, გიორგი არველაძისა და ზურაბ ადეიშვილის გვარებმა.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge