ნურც სამშობლოს გაყიდით და ნურც ჟურნალისტებს შეეხებით, ორივე ქმედება დასჯადია!

ნურც სამშობლოს გაყიდით და ნურც ჟურნალისტებს შეეხებით, ორივე ქმედება დასჯადია!

08.12.2014

თბილისში გამართულ  გრეგორი ლეპსის კონცერტის დაწყებამდე აქციის მონაწილეებმა კონცერტზე დამსწრეებს  ტრაფარეტებიანი: "არა ოკუპანტის კონცერტს" და "ნუ გაყიდი საქართველოს"კორიდოორი მოუწყვეს. „მაესტროს“  ჟურნალისტი და ოპერატორი  კი რუსი მომღერლის დაცვამ  ოთახში ჩაკეტა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. საქმე იმაში გახლავთ, რომ ჟურნალისტმა მომღერალს პუტინის შესახებ  კითხვა დაუსვა, რაც პროდიუსერს არ მოეწონა. ჟურნალისტისა და ოპერატორის ოთახში გამოკეტვის ფაქტზე კომენტარი გააკეთა მესტროს საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნინო ჟიჟილაშვილმა:  „ვესაუბრე ტელეფონით ვინმე ქალბატონ ლელას, რომელიც არის ლეპსის პროდიუსერი და მან თქვა, რომ იყო აღშფოთებული ჟურნალსიტის მიერ დასმული კითხვებით და მითხრა, რომ ვიდრე ვინმე არ მოაკითხავს, მანამდე არ გამოუშვებს ოთახიდან...“

 გრეგორი ლეპსის კონცერტის დაწყების წინ მაესტროს ჟურნალისტთან და ოპერატორთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება  143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო და თავისუფლების აღკვეთას ვადით 2-4 წლამდე ითვალისწინებს.

P.S. ქალბატონებო და ბატონებო, დაიმახსოვრეთ,  ნურც  სამშობლოს გაყიდით  და ნურც ჟურნალისტებს შეეხებით!  ორივე ქმედება დასჯადია! პატივისცემით,  Palimfsesti.ge

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge