ამერიკის უმსხვილესი ტელეკომპანია NBC პრეზიდენტების შვილებს სწყალობს. თავიდან, ჯორჯ ბუშის უმცროსი ქალიშვილი ჯენა მიიღო სამსახურში, შემდეგ კი, ბილ და ჰილარი კლინტონების ერთადერთი ქალიშვილი ჩელსი აიყვანა. ჯენა ბუში NBC-ზე დიდი ხანია რაც მუშაობს და პოპულარული შოუს წამყვანია. ჩელსი კლინტონი კი, მანდ, 2011 წელს მივიდა და რადგან სოციალური თემები და ადამიანთა პირადი ისტორიები იზიდავდა, გადაცემა "შეცვალე სამყაროს" წაიყვანი გახდა. ჩელსიმ განაცხადა, რომ მან მშობლების წინასაარჩევნო კომპანიებიდან ადამიანებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება დააგროვა და სოციალურ თემებზე მასალების მომზადება არ გაუჭირდებოდა. ასეც მოხდა, მის გადაცემაში მოსმენილმა ისტორიებმა ნამდვილად აალაპარაკა მთელი ამერიკა. 2014 წლის 29 აგვისტოს კი, უკვე ახალგაზრდა დედამ, NBC- თან თანამშრომლობა იმ მიზეზით შეწყვიტა, რომ "კლინტონის ფონდში" გადავიდა სამუშაოდ. NBC-ს ვიცე-პრეზიდენტი ალექს ველასი იმედოვნებს, რომ ჩელსი კვლავ დაუბრუნდება ტელევიზიას.