მონიკა ლევინსკი 40 წლის გახდა და მას ისევ კლინტონის აჩრდილი დასდევს

მონიკა ლევინსკი 40 წლის გახდა და მას ისევ კლინტონის აჩრდილი დასდევს

09.12.2014

ყველასგან მოძულებული მონიკა ლევინსკი უკვე 40 წლისაა.  მან ჯერ  წიგნი დაწერა,  მერე ჩანთები გამოუშვა (რომელიც არავინ იყიდა) და  ამით შეეცადა  დავიწყებისთვის  მიეცა მის მიერვე 17 წლის წინ კლინტონთან აგორებული სექსუალური სკანდალი. არაფერი გამოუვიდა და  მარტო დარჩა. დედამიწის ზურგზე არ გამოჩნდა  მამაკაცი, რომელიც მას შეიყვარებდა. მონიკა ხალხის თვალში  თეთრი სახლის ის ექს- სტაჟიორია, რომელმაც ქვეყნის 42-ე პრეზიდენტს სექსუალური სკანდალი მოუწყო. დღეს, ლევინსკის ძირითადად კულინარიულ შოუებში იწვევენ  ან „ამაოების ბაზარის“ რედაქციაში ფოტოსესიებზე, რათა მისი ამჟამინდელი წონა დააფიქსირონ და ხალხს საჭორაო მასალა მისცენ. დანარჩენ დროს, ის დედასთან და ძმასთან ერთად ატარებს. ამბობენ, რომ ფინანსურ სიდუხჭირეშია.  ცდილობს ხალხმრავალ ადგილებში არ გამოჩნდეს, რადგან უტიფრად დასცინიან. მიუხედავად ამისა, ლევინსკი თავისას მაინც არ იშლის და ყველა ინტერვიუში იმას ამტკიცებს, რომ  კლინტონს 2 წლის განმავლობაში უყვარდა და ამ ურთიერთობის ინიციატორი თვითონ არა -პრეზიდენტი იყო. 

P.S. ფოტოზე სხვა დრო და სხვა პრეზიდენტია... და იმ მიზნით დაიდო, რომ ლევინსკის ბედის გაზიარების მსურველები მიხვდნენ - ამაში სახარბიელო ნამდვილად არაფერია და  არ არსებობს, ზღაპრის ბოლო კეთილი  იყოს!..



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge