სარეცხს მზე და ყინვა სჭირედება

სარეცხს მზე და ყინვა სჭირედება

09.12.2014

ოთახში სარეცხის გაშრობა რომ მავნე იყო ჯანმრთელობისთვის -  ბავშვობიდან ვიცოდი.  „დღისით მზე უნდა მოხვდეს სარეცხს, ღამე ყინვაში იუნდა გატარდეს და მერე 100 წელი დღეგრძელი იქნებიო“,  იტყოდნენ ჩემი დიდი ბებიები და ცდილობდნენ რეცხვა მხოლოდ მზიანი ამინდებისთვის დაემთხვიათ. ეს ყველაფერი ადვილია, როცა კერძო სახლში ცხოვრობ, მაგრამ როდესაც მრავალსართულიანი კორპუსის საწყისი სართულების მობინადრე ხარ, (თან საქართველოში, სადაც, ღამე დადატოვებული სარეცხიდან დილით არაფერი დაგხვდება...)  ბებიების „რეცეპტი“ არ გამოგვადგება. ამიტომაა, რომ ოჯახებში, ზამთარში, სარეცხი გამათბობლის სიახლოვეს შრება.

ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია მანჩესტერელ პროფესორ დევიდ დენინგზე, რომელიც  ამბობს, რომ ოთახში სარეცხის გაშრობის დროს ტენიანობა 30%-ით იზრდება, რაც იდეალური გარემოა ობის სოკოს განვითარებისთვის. განსაკუთრებით საშიშია Aspergillus fumigates-ის სპორები, რომლებიც ფილტვების დაინფიცირების მიზეზი შეიძლება გახდეს და გამოიწვიოს ფილტვის ასპერგილიოზი, რომელიც აზიანებს ფილტვებს და სინუსებს.
 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge