ნიკა რურუას აზრები

ნიკა რურუას აზრები

10.12.2014

1. 9 დეკემბრის  რუსთავი 2-ის "არჩევანში" გიორგი გაბუნიამ ალასანიას უთხრა: "იმედი მაქვს თქვენც არ დაგიჭერენ". სანამდე უნდა ვიცხოვროთ ასეთ, პირველყოფილ სისტემაში?!

მაგალითად, გაგიგიათ რომ ობამამ ვინმე "დაიჭირა"? ან რომ "მარტო ერთადერთ კაცს დავსჯიო" თქვა??

საქართველოში ძალაუფლების მთავარი ნიშანი დაჭერაა...  ვისაც ვიღაცის "დაჭერა" შეუძლია, ისაა ძალაუფლების მქონე.

გულისამრევია ეს რეალობა და ჩვენი პოლიტიკური უმწიფრობის ყველაზე საძაგელი გამოვლინება. და ეს აუცილებლად შესაცვლელია, თუ გვინდა, რომ ვინმემ კარგტანსაცმლიან ველურებად აღარ ჩაგვთვალოს.

2. "გაუფასურებას მოჰყვება გამყარება, და პირიქით". (სტილი დაცულია).

საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

ე.ი. სანერვიულო არაფერი გვაქვს, პირიქით.

3.მცოცავი ოკუპაცია და ლარის მცოცავი კურსი.

4. დღევანდელი რუსეთის სახე და სპიკერი: „როსნეფტის“ პრეს-მდივანი ლეონტიევი, ნაძირალათა ნაძირალა, ლოთი, უსინდისო ცრუპენტელა და ნამდვილი ფაშისტ-ბოლშევიკია. ამას და ასეთებს გადაწყვეტილი აქვთ უკრაინის, საქართველოს, ბალტიის ქვეყნების, აზერბაიჯანის ხალხების და სხვათა ხელახალი დამონება. ამის საშუალება ამ და სხვა მაგდაგვარ ნაგავს არ უნდა მისცეს არცერთმა ჩვენთაგანმა.

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge