ნანა ჯანაშია
ხვალ, კომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ (აირზენა)თანამშრომლები ეკონომიკის სამინისტროსთან აქციის გამართავენ. მათი მთავარი მოთხოვნა, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ამ უწყებიდან გამოყოფა იქნება.
დღეს კი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში დაძაბული დღე ჰქონდათ. მათ „აირზენას“ წარმომადგენლები ესტუმრნენ და სამართლიანი პრეტენზიები მოისმინეს იმის თაობაზე, რომ ეკონომიკის სამინისტრო და სამოქალაქო ავიაციის სააგენტო საქართველოს საავიაციო ბაზარზე უცხოური ავიაკომპანიების შემოსვლას ხელს უწყობენ, ამით „ჯორჯიან ეარვეისს“ (აირზენა) განვითარების საშუალებას არ აძლევენ, კომპანიის თანამშრომლები კი სამსახურის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგანან.
დღევანდელი შეხვედრის შედეგი მხოლოდ ის გახლავთ, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ „ჯორჯიან ეარვეისის“ (აირზენა) რვაპუნქტიანი მოთხოვნიდან ერთი დააკმაყოფილა და გადაწყდა - რუსული ავიაკომპანიები 14-ის ნაცვლად კვირაში მხოლოდ 10 რეისს შეასრულებენ.
მიუხედავად ერთი მოთხოვნის დაკმაყოფილებისა, „ჯორჯიან ეარვეისი“ გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხვალ, კომპანიის თანამშრომლები, აქციას ეკონომიკის სამინისტროსთან გამართავენ.
P.S. ჩვენ კი -
" ფრთები, ფრთები გინდა,
კიდევ ფრთები გვინდა,
გვინდა დავეუფლოთ
სივრცეს..." ქართულად!