ოლივერ უორდროპი - საქართველოს ყველაზე გავლენიანი ქომაგი

ოლივერ უორდროპი - საქართველოს ყველაზე გავლენიანი ქომაგი

12.12.2014

ნანა ჯანაშია

11 დეკემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის 106 აუდიტორიაში სამხრეთ კავკასიის კვლევის ამერიკულმა  ინსტიტუტმა (არისკი;ARISC) ოლივერ უორდროპის დაბადებიდან 150 წლისთავი აღნიშნა. ამ ღონისძიებას ქართველების გარდა  ბევრი უცხოელიც დაესწრო. იმის შესახებ, რომ ინგლისელმა უორდროპმა საქართველოში პირველად 1887 წელს იმოგზაურა და დაწერა წიგნი „საქართველოს სამეფო“, („The Kingdom of Georgia“),  მეორე ვიზიტისას 1894 წელს, მან შეისწავლა ქართული და საქართველოს შესახებ რამდენიმე წიგნი გამოაქვეყნა, ასევე გადათარგმნა სულხან საბა ორბელიანის სიბრძნე სიცრუისა, 1919 წლის ივლისში  თბილისში ჩამოვიდა როგორც ბრიტანეთის უმაღლესი წარმომადგენელი,  საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ინგლისში დაბრუნებულმა უორდროპმა ორგანიზება გაუკეთა ქართულ ემიგრაციას და დააარსა ქართული კომიტეტი,1930 წელს ჩამოაყალიბა საქართველოს ისტორიული საზოგადოება, რომელიც გამოსცემდა ჟურნალს „გეორგიკა“ და რომ, ქართველოლოგიაში დიდი წვლილი შეიტანა მისმა დამ, მარჯორიმ, რომელმაც ვეფხისტყაოსანი ინგლისურად თარგმნა და  რომ ოლივერ უორდროპი მიჩნეულია ქართველოლოგიური მიმართულების დამფუძნებლად, კიდევ ერთხელ შეგვახსენა   წარმოშობით ინგლისელმა,  ქართული ენის კარგად მცოდნე პროფესორმა მაუნტ ჰოლიოკ კოლეჯიდან (აშშ)  სტივენ ჯონსმა. ქართველმა დოქტორანტმა ბექა კობახიძემ კი ისაუბრა სამხრეთ კავკასიაში უმაღლესი კომისრის სერ ოლივერ უორდროპის როლზე ქართულ-ბრიტანული სახელმწიფოებრივი ურთიერთობების ჭრილში. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა გასცნობოდა ბექა კობახიძის  ამავე სახელწოდების ბროშურას, რომლის გამოცემაზეც იზრუნა განათლებისა და ტრენინგების საერთაშორისო ცენტრმა, და სამხრეთ კავკასიის კვლევის ამერიკულმა  ინსტიტუტმა (არისკი;ARISC)  კობახიძის ნაშრომიდან გთავაზობთ იმ აბზაცს, სადანაც ჩანს ის, თუ როგორი ლტოლვა იყო ევროპისაკენ ჯერ კიდევ 1919 წელს: „საქართველოში ჩამოსულ უორდროპს, 1919 წლის 30 აგვისტოს, ქართველი ხალხი შეხვდა როგორც მხსნელს. აი რას წერს ამის თაობაზე ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თავად ოლივერ უორდროპი: „...ყველა ჩემი მოძრაობა გადარებულ იქნა კინემატოგრაფთა მიერ, მე ვიყავი ფოტოგრაფთა სამიზნე.რკინიგზის სადგურში ორკესტრმა დაუკრა ბრიტანეტის და საქართველოს ეროვნული ჰიმნები. ჩემს გზაზე, დაახლოებით 2 მილის მანძილზე დაკიდებული იყო დროშები, მოფენილი იყო არმოსავლური ხალიჩები, გარშემო ჩანწკრივებული იყო ხალხი.

შენობები ღამით გაანათეს. დღემ  ჩაიარა, როგორც სახალხო დრესასწაულმა.

ეს არაჩვეულებრივი დახვედრა ქართველებმა მომიწყვეს იმის გამო, რომ იციან თუ რას ვგრზნობ მათ მიმართ უკვე ბოლო 32 წელიწადია. ჩემი დანიშვნა მათ მიიღეს ნიშნად იმისა, რომ მისი უდიდებულესობის მთავრობა ყველაზე უფრო მეგობრული გრძნობებით არის გამსჭვალული მათი ქვეყნის მიმართ და რომ საქართველოსატვის დაიწყო ახალი ერა.“  

P.S. მე-20 საუკუნის დასაწყისში ევროპაში, საქართველოს ყველაზე გავლენიანი ქომაგი სწორედ ოლივერ უორდროპი გახლდათ და სასიამოვნო ფაქტია ის, რომ ქართულ საზოგადოებას  მისი 150 წლისთავი აღარ გამოეპარა და 10 ოქტომბრიდან მოყოლებული სხვადასხვა სახით არაერთხელ აღინიშნა.

 

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge