ის, რაც ერთხელ მოხდა, ისევ შეიძლება მოხდეს

ის, რაც ერთხელ მოხდა, ისევ შეიძლება მოხდეს

12.12.2014

რომან გოცირიძე

რუსეთის საფინანსო ბაზრებს შავი დღე დაუდგათ. აქციები ჩალისფასი გახდა, ხოლო რუბლის ვარდნა გრძელდება. პუტინი სპეკულიანტების დასჯას ითხოვს, ხოლო ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი აღშფოთებულია მოქალაქეების და ფირმების მიერ " ჯოგური ინსტიქტის" გამოვლენის გამო, რადგან ერთბაშად ყველამ "წაბაძვით" დაიწყო ვალუტის შეძენა. 

ეს ჯოგური კი არა, ჯანსაღი ინსტიქტია. 
საქართველოშიც გაისმის სამთავრობო ექსპერტების მხრიდან ლარის " ხელოვნურად" გაუფასურების შესახებ საუბარი. მთავრობამაც ამ მოვლენაში მეტი პასუხისმგებლობა მოსახლეობის მიერ ატეხილ " აჟიოტაჟს" და ვიღაცების წაქეზებას გადააბრალა. 
არ არის ეს ასე და დროა ფინანსების გაჯანსაღებაზე იფიქრონ. თორემ, პარკინსონის კანონია: ის, რაც ერთხელ მოხდა, ისევ შეიძლება მოხდეს.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge