წმინდა ლუსიას დღე

წმინდა ლუსიას დღე

12.12.2014

დღესასწაული სიცილიელ მოწამე ლუსიას უკავშირდება, რომელსაც ჯერ თვალის სინათლე წარსტაცეს, შემდეგ კი მოაკვდინეს ქრისტეს რწმენის გამო. თუმცა არსებობს ლეგენდაც, რომლის თანახმად, შუა საუკუნეებში ცხოვრობდა ვინმე ლუსია, რომელიც ცოლად შვედ მეთევზეს ჰყავდა. ერთხელ მეთევზე ზღვაში გასულა და სწორედ იმ დროს ამოვარდნილა თოვლბუქი. უწმინდური ძალა თურმე მიწაზე დათარეშობდა იმ ღამეს და შუქურაც ჩაუქვრია, ამიტომ ლუსია ჩიქაღდნით ხელში გასულა სანაპიროზე, რათა საყვარელი ქმრისთვის ნავმისადგომამდე გზა მიენიშნებინა. ამ საქციელით ქალს ეშმაკები გაუღიზიანებია, ისინი ლუსიას თავს დასხმიან და თავი მოუკვეთავთ. ლუსიას სიკვდილის შემდეგაც კი მისი ლანდი კლდეზე ჩირაღდნით ხელში იდგა თურმე.

პატარა გოგონების ლუსიად გამოწყობის ჩვეულება გერმანიიდან შევიდა. გერმანიაში XVI—XVII საუკუნეებში, როდესაც წმინდანების, განსაკუთრებით კი წმინდა ნიკოლოზის კულტი იკრძალებოდა, შობაზე იდეა გაჩნდა, კეთილი მოხუცი ყრმა იესოთი შეეცვალათ, რომელსაც თეთრ კაბაში ჩაცმული გოგონა განასახიერებდა. ეს ტრადიცია გერმანიაში არ შენარჩუნდა, მაგრამ შვედეთში კი შეაღწია. XVIII—XIX საუკუნეებში ეს ჩვეულება შობამდე, 13დეკემბერს იქნა გადატანილი, ხოლო დღესასწაულის მთავარ გმირად იესო კი არა, ლუსია იქცა. 1927 წელს ლუსიას პირველი მსვლელობა გაიმართა დედაქალაქ სტოკჰოლმში.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge