სპორტულ-სექსუალური პოლიტიკოსი

სპორტულ-სექსუალური პოლიტიკოსი

13.12.2014

რუსეთის მმართველი პარტია “Единая Россия”-ს წევრი დეპუტატის შიშველი თანაშემწე და მისი საყვარელი აივნიდან გადმოცვივდნენ. შემთხვევა პეტროვსკში,  ქალაქის დღისადმი მიძღვნილი ზეიმის დასრულების შემდეგ მოხდა.

რუსული მედიის ცნობით,  გვიან ღამით მესამე სართულის აივნიდან გადმოვარდნილი ორი ადამაინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიწაზე სრულიად შიშველი რჩებოდა.

ადგილზე მისულმა პოლიციამ მათი იდენტიფიკაცია მოახდინა. როგორც აღმოჩნდა, საოლქო სათათბიროს წევრ სემიონ გლოზმანის თანაშემწე, 42 წლის ნატალია აკიმოვა და ბიზნესმენი სერგეი ბალიუკი საყვარლები იყვნენ.

დაზარალებულები მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

 via:frontnews



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge