ამის იმედი არ გქონდეთ ქალბატონო ნინო - საქართველო რუსეთს არასოდეს გადაუგდებს თავის სუვერენიტეტს - ეს განცხადება პუბლიცისტმა, თაკო ჩარკვიანმა გადაცემა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "რეაქციაში" ნინო ბურჯანაძის განცხადების პასუხად გააკეთა.
"ეს ქალბატონი პოლიტიკოსი გამოკვეთილად რუსეთის მომხრეა და არასოდეს საქართველო არა თუ არ გაბედავს, არ აკადრებს თავის ღირსებას, რომ თავისი პატარა ქვეყანა, სუვერენიტეტი აი, ასე გადაუგდოს ჩრდილოელ მეზობელს, ამის იმედი ქალბატონო ნინო არ გქონდეთ.
საბედნიეროდ ჩვენი შვილების თაობა ძალიან ჯანსაღად აზროვნებენ. საქართველო არის საბრძოლო მდგომარეობაში, არ დაიჯეროთ ბატონებო, უკრაინა დაშალა რუსეთმა. უკრაინაში იმიტომ ნიშნავენ ჩვენს ყოფილ მაღალჩინოსნებს, რომ იმ მონსტრის ეშინიათ, რომელიც შემოჭრილია საქართველოს მიწაზე.
საქართველოს არც ომი დაუწყია, არც დიალოგი მოუკლია, მამამ მითხრა რომ ყურაზე დავდექეით, რომ რაიმე დიალოგზე ეს ქვეყანა წამოსულიყო, ეს არის ავი მეზობელი, რომელიც არაფერზე მოდის და ჩვენი დამცავი მექანიზმი არის დასავლეთის გზა“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა
via:news.ge