პრეზიდენტმა პოროშენკომ ზღულაძეს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა

პრეზიდენტმა პოროშენკომ ზღულაძეს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა

14.12.2014

ეკა ზღულაძისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ ბრძანებას  პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი დღეს, 14 დეკემბერს  მოაწერა. ხვალ, 15 დეკემბერს კი, ზღულაძე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.

“ როგორც პრეზიდენტი, დიდ იმედს ვამყარებ თქვენზე. ვიმედოვნებ, რომ თქვენი უნიკალური როლი ხელისუფლებაში დაგვეხმარება შინაგან საქმეთა სამინისტროს საბჭოური სისტემის ევროპულ სისტემად გარდაქმნაში. იმედი მაქვს, რომ რეფორმის შემდეგ უკრაინელი ინსპექტორები შეწყვეტენ ქრთამის აღებას ისევე, როგორც ეს საქართველოში მოხდა, ” - აღნიშნა პოროშენკომ.

P.S. ეს ფოტო და ინფორმაცია მოვიპოვეთ პეტრო პოროშენკოს ტვიტერის ვებგვერდიდან.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge