ნიკა გილაური
შეპირებისამებრ გთავაზობთ უკრაინის ეკონომიკის ანალიზს:
უკრაინა - წელს ეკონომიკა სავარუდოდ 10%-ით შემცირდება. ინფლაცია 19%-ზეა ასული და რეზერვები მინიმუმამდე ჩამოდის - 18 მილიარდი დოლარიდან ჩამოსულია 12 მილიარდზე და წლის ბოლომდე სავარაუდოდ 10-ზე დაბლა ჩამოვა თუ გაზის და სხვა ვალებს გადაიხდის ქვეყანა. შესაბამისად სუვერენული ევრობონდიs ფასი 20%-ზე ავიდა 1 დეკემბერს რაც რეკორულად მაღალია და ქვეყანას გაკოტრების საშიშროების წინ აყენებს თითქმის მყისიერად. ამას ემატება ვალუტის დევალვაცია (დაახლოებით 50%-იანი) და ვალების გადახდის მძიმე გრაფიკი - უკრაინას 14 მილიარდი დოლარი აქვს გასასტუმრებელი 2016 წლის ბოლომდე. ერთადერთი პოზიტივი არის ის რომ ქვეყნის ვალი მშპ-სთან მიმართებაში არც თუ ისე მაღალია - 70% (შედარებისთვის საბერძნეთის მაჩვენებილი 120%-ზე მაღალია). თუმცა ეს ციფრიც პრობლემურია უკრაინისთვის რადგან რუსეთთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით თუ ვალის მაჩვენებლი 60%-ს აცდება რუსეთს აქვს უფლება 3 მილიარდ დოლარიანი სესხის გადახდა მყისიერად მოთხოვოს უკრაინას.
ეხლა უკრაინას მხოლოდ რეფორმები არ უშველის. რეფორმები იმისთვის არის საჭირო რომ ინვეტსორები შემოვიდნენ და შეჩერებული ეკონომიკა ამუშავდეს, მცირე და საშუალო ბიზნესმა დაიწყოს უფრო აქტიური მუშაობა. უკრაინაში შეიძლება მცირე საწარმოები ამუშავდნენ წარმატებული რეფორმების შედეგად მაგრამ ეს საკმარისი არ იქნება. უცხოეთიდან დიდი ოდენობის თანხების შემოტანაა აუცილებელი. კერძო სექტორი კი ომის პირობებში არ შემოვა, უკრაინამ ყველაზე წარმატებული რეფორმები რომც გაატაროს. რეფომრების დაწყება აუცილებელია, მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი ამ ეტაპზე.
გამოსავალი - ორეტაპინაი გეგმა - პირველი აუცილებლად უნდა იყოს დონორთა კონფერენციის ჩატარება. სხვა ტიპის უცხოური კაპიტალის შემოყვანის შანსი ძალიან მცირეა. ისეთივე დონორთა კონფერენცია უნდა ჩატარდეს როგორიც ჩვენ ჩავატარეთ 2008 წლის ოქტომბერში, ბრუსელში და ავწიეთ 4.5 მილიარდი დოლარი. სწორედ გაკეთებული დონორთა კონფერენცია, კარგად შერჩეული და დამუშავებული პროექტებით წესით აწევს 20-25 მილიარდ დოლარს (ქვეყნის მასშტაბიდან გამომდინარე), რაც დაასტაბილურებს ქვეყნის ეკონომიკას და შეამცირებს უცხოელი ინვესტორების შიშს - დონორთა დიდი ფული გარკვეული დაცულობის გრძნობას აძლევს ინვესტორებს მიუხედავად ომიანობისა. მეორე ეტაპი უნდა იყოს კარგად გაწერილი პრივატიზაცია - არსებული საწარმოების რეორგანიზება, მათი მოგებაზე გაყვანა, რეგულატორული სისტემის ჩამოყალიბება და გამჭვირვალე პრივატიზაცია.
სამწუხაროდ დონორები უკრაინას სთხოვენ რომ ჯერ რეფორმაბი გაატაროს და მხოლოდ მერე შეეცდებიან ჩაატარონ დონორთა კონფერენცია. სინამდვილეში ეს ორი პროცესი პარალელურად უნდა განხორციელდეს - უნდა დაიწეროს რეფორმების გეგმა, შეთანხმდეს დონორებთან, შემუშავდეს რეფორმაბის განხორციელების ზედამხედველობის მექანიზმი, შეირჩეს რამოდენიმე მსხვილი კომპანიის კონსორციუმი რომელბსაც ენდობიან დონორები და რომლებიც გააკეთებენ რეფორმების ზედამხედველობასაც და დონორების თანხების ხარჯვის მენეჯმენტსაც.