ნანა ჯანაშია
კონგრესში უკვე დაწყებულია 12 დეკემბერს სენატის მიერ დამტკიცებული კანონპროექტის განხილვა. ამერიკის სენატში დამტკიცებული ახალი კანონპროექტით კონგრესი მიზანშეწონილად მიიჩნევს, დამატებით 10 მლნ დოლარი გამოიყოს რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმისათვის უკრაინაში, მოლდავეთსა და საქართველოში მაუწყებლობის გასააქტიურებლად, რუსეთიდან მომდინარე პროპაგანდასთან დაპირისპირების მიზნით.
ამავე კანონპროექტით, „უკრაინის თავისუფლების მხარდაჭერის აქტით“, გათვალისწინებულია 50 მლნ დოლარის მიწოდება უკრაინაში ენერგომომარაგების ხელშესაწყობად, წლიურად 20 მლნ დოლარისა - რუსეთში დემოკრატიისა და სამოქალაქო სექტორის გასაძლიერებლად.
P.S. კანონპროექტში საუბარია საქართველოსთან, უკრაინისთან, მოლდავეთთან თანამშრომლობაზე და ფინანსურ მხარდაჭერაზე მაგრამ, სამწუხაროდ, არაფერია ნათქვამი ამ სამი პოსტსაბჭოთა ქვეყნის განსაკუთრებულ სტატუსზე, ანუ, მათ გამოცხადებაზე ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან აშშ-ის მთავარ მოკავშირეებად.