ცდა ბედის მონახევრეაო...

ცდა ბედის მონახევრეაო...

17.12.2014

ნანა ჯანაშია

 საქართველოს ბანკის ანიმაციამ „ქმარკომატი,“ რომელშიც, ქმარი წარმოჩენილია როგორც საქართველოს ბანკის ბანკომატი, ხოლო ცოლი მას ფულს სთხოვს, საზოგადოების მხრიდან სწორი კრიტიკა დაიმსახურა. საქართველოში, სადაც კაცების მიერ ქალთა მიმართ ძალადობა გაზრდილია, ქალთა დისკრიმინაციისადმი ხელშეწყობა დაუშვებელია. ბანკის მიერ  იუმორისტულად გადმოცემული  ეს რეკლამა პრობლემას უფრო გააღრმავებს.

საქართველოს სახალხო დამცველმა ს.ს. „საქართველოს ბანკს“ დისკრიმინაციის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე ზოგადი წინადადებით მიმართა:

„ფოტოს სახელწოდებისა და ილუსტრაციაზე დატანილი ფრაზების წაკითხვის შემდეგ მკითხველს უჩნდება წარმოდგენა, რომ ქალი მოკლებულია უნარს ჰქონდეს საკუთარი შემოსავლის წყარო, დამოკიდებულია ქმარზე და ავიწროვებს მამაკაცს თანხის მუდმივი მოთხოვნითა და პრეტენზიებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ აღნიშნული რეკლამა არის სექსისტური ხასიათის მატარებელი, რომელიც ამკვიდრებს გენდერულ სტერეოტიპს. ხოლო, ამგვარი სტერეოტიპების დამკვიდრება საზოგადოებაში ხანგრძლივი დროის მანძილზე, სქესის ნიშნით დისკრიმინაციული გარემოს შესაქმნელად ქმნის საფუძველს.“

დიახ, რეკლამა სექსისტურია და იგი სავსებით არ ასახავს რეალობას.

შვედური ორგანიზაციის “SIDA”- ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად საქართველოს ქალთა 24,3% საბერძნეთშია, 23,5% გერმანიაში, 14,3% აშშ-ში და სხვა ქვეყნებში. ე.ი. ემიგრანტ ქალთა 62,1% -ის მიერაა ოჯახის ბიუჯეტი შევსებული. გამოდის, რომ ეს რეკლამა საქართველოში დარჩენილ ქალთა 48%-ზეა გათვლილი?!   მაინც ვერ ასახავს რეალობას, რადგან არაპრესტიჟულად მიჩნეული  საოჯახო საქმიანობის გარდა, საქართველოს  ქალთა უმეტესობა ცდილობს, კიდევ სადმე იყოს  დასაქმებული. ცდა კი - ბედის მონახევრეაო, ხომ გაგიგონიათ?!

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge