“Kempinski” -ც გაქცეულა

“Kempinski” -ც გაქცეულა

18.12.2014

.”TRUMP TOWER”_ისა  და “Holiday inn”_ის  , შემდეგ აჭარიდან კიდევ ერთი მსხვილი ინვესტორი გაიქცა, რადიო „კომერსანტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში, საოცრებათა მოედანზე მშენებარე სასტუმრო “Kempinski” ბრენდის ქვეშ აღარ იფუნქციონირებს, გადაწყვეტილების შესახებ აჭარის მთავრობაში ინფორმაციას საერთოდ არ ფლობენ.
ასევე შეჩერდა : “Hotel Reina”,-ს მშენებლობა ევროპის მოედანზე, სასტუმრო ” hotelprincess”,- ას  მშენებლობა,  სასტუმრო “პონტო”-ს მშენებლობა ახალ ბულვარში, გოდერძის სამთო სათხილამურო კურორტზე სასტუმრო “პიაცა ალტა”-ს მშენებლობა, ასევე აღარ შენდება და ინვესტორმა უარი განაცხადა სასტუმრო “ibis” -ის მშენებლობაზე, შეწყვეტილია და არ ფუნქციონირებს ქობულეთის ტურისტულ ზონაში ინვესტიციების განხორციელება.

გავრცელებული ინფორმაციით სხვა ინვესტორებიც აპირებენ აჭარის რეგიონის დატოვებას, რაც საფრთხეს შეუქმნის რეგიონისა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

via:benewsbatumi



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge