"უნიანის"ჟურნალისტმა ციმბალიუკმა პუტინი ჩაჭრა

"უნიანის"ჟურნალისტმა ციმბალიუკმა პუტინი ჩაჭრა

18.12.2014

გთავაზობთ კითხვას, რომელიც უკრაინული"უნიანის"ჟურნალისტმა  რომან ციმბალიუკმა პრესკონფერნციაზე პუტინს  დაუსვა:

"საიდუმლო არაა, რომ იქ რუსი სამხედროები და დაქირავებული მებრძოლები  იბრძვიან.  რამდენი მებრძოლი გაგზავნეთ უკრაინაში, რა რაოდენობის ტექნიკა და რამდენი თქვენი მოქალაქე დაიღუპა უკრაინის ტერიტორიაზე და თქვენ, როგორც რუსული არმიის მთავარსარდალი, რას ეტყოდით თქვენ მიერ გაგზავნილი და იქ დაღუპული რუსი მებრძოლების ოჯახის წევრებს, რით გაამხნევებდით მათ?  

და კიდევ ერთი, ძალიან მოკლე კითხვა. ჩვენ გვყავდა პრეზიდენტი, მას ერქვა ვიქტორი და ის ახლა რუსეთის ტერიტორიაზე იმალება, თუმცა თავისუფლად ცხოვრობს. 
მე კითხვა მაქვს, როდის გამოუშვებთ უკრაინელ გმირ მფრინავს, ქალბატონ სავჩენკოს, უკრაინელ რეჟისორს ოლეგ სენცოვს და როგორც მინიმუმ 30 უკრაინელ სამხედროს, რომლებიც თქვენ რუსეთის ციხეებში გყავთ გამომწყვდეული და რა პირობებს აყენებთ ამისთვის? გმადლობთ."



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge