ასოცირების შეთანხმება ევროპარლამენტში რატიფიცირებულია

ასოცირების შეთანხმება ევროპარლამენტში რატიფიცირებულია

18.12.2014

საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება ევროპარლამენტის მიერ რატიფიცირებულია. ხელშეკრულება ერთი საათის წინ ევროპელმა დეპუტატატებმა 490 ხმით დაამტკიცეს. 76 წინააღმდეგი წავიდა, 57-მა კი თავი შეიკავა.
საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის მქონე პროცესს ევროპარლამენტის დარბაზში ქვეყნის ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტები ესწრებოდნენ. გიორგი მარგველაშვილი უშიშროების საბჭოს მდივანთან და საკუთარ მრჩევლებთან ერთად იყო წარმოდგენილი. რატიფიცირების პროცესს თვალს ასევე ადევნებდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ორი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეები.
მიხეილ სააკაშვილი კი სტუმრებისთვის გამოყოფილ ფლიგელში იჯდა. ის სტრასბურგში „ევროპის სახალხო პარტიის“ მიწვევითაა ჩასული.
დღევანდელ ცერემონიას სიმბოლური დატვირთვა აქვს. პროცედურის შემდეგ არსებობს მოლოდინი, რომ 27 ივნისს გაფორმებულ ხელშეკრულებას ევროკავშირის ის წევრი ქვეყნებიც დაამტკიცებენ, რომლებსაც რატიფიცირება ჯერ არ მოუხდენიათ.
დღესვე სტრასბურგში საქართველოსთან დაკავშირებული კიდევ ერთი კენჭისყრა გაიმართა. ევროპარლამენტმა ჩვენს ქვეყანაზე მომზადებული რეზოლუციაც დაამტკიცა. 491 მომხრე, 84 წინააღმდეგი, - ასეთია კენჭისყრის შედეგები.

via:მოამბე



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge