ჩვენი დროის გმირი

ჩვენი დროის გმირი

19.12.2014

18 დეკემბერს, უკრაინაში, ლუგანსკის ოლქში,   უკრაინის ატო-ს ზონაში, ბატალიონ „აიდარის“  სამხედროების ჯგუფს პრორუსული სეპარატისტები სოფელ შასტიესთან ჩაუსაფრდნენ. შეტაკების შედეგად 2 დაიღუპა და ერთიც დაჭრილია. დაღუპულთა შორისაა  ქართველი მებრძოლი ალეკო გრიგოლაშვილი. ის უშუალოდ მტერთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ დაეცა. ალეკო უკრაინაში  3 თვის წინ ჩავიდა საბრძოლველად.  მას დარჩა  ორი მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე, ცხოვრობდა თბილისში, ქირით. ალეკო გრიგალაშვილს ხვალ კიევში გადაასვენებენ, კვირას კი თბილისში ჩამოასვენებენ.

P.S.  უკრაინა თითოეული ქართველის  საბრძოლო ზღვარიცაა და ეს,  ალეკო გრიგოლაშვილმა თითოეულ ჩვენთაგანზე კარგად  იცოდა!..



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge