აი, ამდენი ხალხი (დააკვირდით ფოტოს და შემდეგ ნახეთ ვიდეო!) ელოდა წუხელ, თბილისის აეროპორტში ალეკო გრიგოლაშვილს! ვიღაცას ებევრა ხალლხის ეს რაოდენობა... აეროპორტში გამოაცხადეს, რომ თვითმრინავი კიევიდან თბილისში ვერ, ერევანში კი - დაჯდებაო! აქ ნისლიაო!.. ხაჩიძემ თქვა, აბა სხვა თვითმფრინავები რატომ ჯდებიანო?! ეგ, შენი საქმე არ არისო, უთხრეს. გაურკვევლობაში მყოფი ადამიანები წავიდ-წამოვიდნენ. კარგად რომ მოცარიელდა აეროპორტის ტერიტორია, მხოლოდ მაშინ, დაახლოებით დილის 8-საათისთვის ერევნიდან ჩამოფრინდა ღამენათევი და თვალზე ცრემლმომდგარი თვითმფრინავი. ნამდვილად ცუდი ნისლი ჩამოწვა საქართველოში...
დაბოლოს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 20 დეკემბერს 23:00 საათზე უნდა ჩამოესვენებინათ. თბილისის აეროპორტის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ 23:50 საათსა და 01:00 საათზე თბილისის აეროპორტში აქთაუს და კიევის რეისები დაჯდა. საინტერესოა, ნისლი ასე სწრაფად მიდი-მოდის?! და კიდევ - ერევანი რომ არ შეგვეწუხებინა, ბათუმის და ქუთაისის აეროპორტებშიც ნისლი იყო?!