ნანა ჯანაშია
დღეს, 22 დეკემბერია და ამ წუთებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „მაესტროს“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნინო ჟიჟილაშვილი „მაესტროს“ მფლობელმა კოტე გოგელიამ სამსახურიდან სატელელეფონო ზარით გაათავისუფლა..
ზუსტად 15 დღის წინ, ანუ 7 დეკემბერს კი გრეგორი ლეპსის კონცერტზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ნინო ჟიჟილაშვილის პრინციპულობა ყველას კარგად გვახსოვს (ნახეთ ვიდეო.) ჟიჟილაშვილმა, ლეპსის კონცერტზე შეურაცხყოფილი „მაესტროს“ ჟურნალისტის და ოპერატორის უფლებები ბოლომდე დაიცვა. სწორედ ჟიჟილაშვილის უკომპრომისობის და კოლეგიალური თანადგომის შედეგად აღიძრა სისხლის სამართლის საქმე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე. გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.. დაკითხეს „მაესტროს“ კორესპონდენტი, ოპერატორი და დაცვის თანამშრომელი. ჟურნალისტის, ნინო მეტრეველის ინფორმაციით, ის, ორგანიზატორმა უკანონოდ დააკავა, საათნახევრის განმავლობში ოთახში ყავდათ ჩაკეტილი, არ აძლევდნენ ტელეფონით სარგებლობის უფლებას, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ეუბნებოდნენ, რომ ის არის უნიჭო და ა.შ. ყოველივე ეს მოხდა იმის გამო, რომ ჟურნალისტმა მომღერალ ლეპსის კითხვა პუტინზე დაუსვა. ეტყობა, ორგანიზატორმა არ იცოდა, რომ ჟურნალისტი არ არის შეზღუდული შეკითხვების დასმაში და არავის გადასაწყვეტი არ არის ის, თუ ვის, რას და როდის ჰკითხავს.
P.S. ცოტა რამ კოტე გოგელიაზეც: ბიზნესმენია, მილიონები რუსეთში იშოვა. ამჟამად ცხოვრობს შვეიცარიაში. ჰყავს შვილი და ულამაზესი მეუღლე მაკა ასათიანი. აქვს 50 მილიონი...
ფოტოზე: ნინო ჟიჟილაშვილი და თურქი კინოვარსკვლავი მურად ილდირიმი. (ლეპსი - ჟიჟილაშვილის ფოტო ჯერ ვერ მოვიპოვეთ... თუმცა, ამაზე ჩვენ არ ვწუხვართ... ილდირიმი ლეპსიზე უფრო რეიტინგულია და საიტს მისი ფოტო უფრო სჭირდება...)