პოლიტიკოსმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ : „იაპონიიდან იმპორტირებული ავტომობილების რიცხვი საოცრადაა გაზრდილი, მარტო წელს, იმდენი ავტომობილი შემოვიდა საქართველოში იაპონიიდან, რამდენიც 2010-2013 წლებში ერთად.
იაპონიიდან შემოსულ მანქანებს აქვთ წითელი „სტიკერი", რაც ნიშნავს იმას, რომ შემოწმებულია მანქანა რადიაციულ უსაფრთხოებაზე, ჯერ კიდევ იაპონიაში. ძალიან სამწუხაროა ის შედეგი, რომელიც მივიღეთ საბაჟო დეპარტამენტთან ოფიციალური მიმოწერის შედეგად. კითხვაზე - არის თუ არა აღმოჩენილი საქართველოში რადიაციულად საფრთხის შემცველი მანქანები, ასეთი პასუხი მივიღეთ - 2011 წლიდან დღემდე, რადიაციის გამოვლენის შემთხვევა გამოვლინდა იაპონიდან იმპორტირებულ 45 ავტომობილზე. მათგან 44-ს ჩაუტარდა დეკონტამინაცია, გათავისუფლდა რადიაციული ფონისგან, ხოლო ერთი ავტომობილი იზოლირებულია ბათუმის პორტში.
ყველას, ვისაც იაპონიიდან იმპორტირებული მანქნა აქვს, საკუთარი და ოჯახის უსართხოებიდან გამომდინარე, აუცილებლად უნდა მიმართოს ბირთვული უსაფთხოების სამსახურს და ინდივიდულურად გაიაროს შემოწმება. დარწმუნდით, რომ თქვენი მანქანა 100%-ით უსაფრთხოა."