ნანა ჯანაშია
რუსული სპეცსამსახურების ნადავლი რომ არ გახდნენ უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისე მეომრები მეტწილად კამერების წინ სახის ჩვენებას ერიდებიან.
მიუხედავად ამისა, სოციალური ქსელების საშუალებით პოპულარული მაინც გახდა უკრაინის ერთიანობისათვის მებრძოლი 2 ქართველი. ისინი ბატალიონ ”დონბასში” მსახურობენ. ერთ-ერთის მეტსახელია ”დობერმანი”, რომელიც უკრაინელების სიძეა და ვიდეოკამერების წინ მისი არაერთი მოწოდება მოგვისმენია.
ბატალიონ ”დონბასის” მეორე ქართველი მოხალისე მეომარი დიდი საბრძოლო გამოცდილების მქონე ვიცე-პოლკოვნიკი ირაკლი ქურასბედიანი გახლავთ.
ალეკო გრიგოლაშვილზე, რომელიც 18 დეკემბერს ლუგანსკის ოლქში, სოფელ შასტიესთან ბრძოლაში გმირულად დაეცა სოციალური ქსელებში ცნობები ამ საზარელ ფაქტამდე თითქმის არ მოიპოვებოდა. ერთადერთი იყო ის ინტერვიუ, რომელიც რუსთავი2-ის ჟურნალისტმა ჩაწერა.
ქართველი მებრძოლები ძალიან განიცდიან ალეკო გრიგალაშვილის დაკარგვას, მაგრამ ბრძოლაზე უარის თქმას და რუსულ-უკრაინული ფრონტის ხაზის (სადაც ქართველები იბრძვიან, ვითარება უკიდურესად დაძაბულია!) დატოვებას არ აპირერბენ. ისინი უკრაინელებთან ერთად გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან. ამის შესახებ „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა, „რუსთავი2“- თან ინტერვიუს დროს განაცხადა.
ეს ფოტო გადაღებულია ლუგანსკში, 18 დეკემბერს, ატო-ს ზონაში, ბატალიონ „აიდარის“ ქართველი სამხედროების ჯგუფთან გიორგი ბარამიძის სტუმრობისას. მარჯვნიდან პირველი დგას ალეკო გრიგოლაშვილი...
დაბოლოს:
ეს მებრძოლები ქართველი მოხალისეები არიან, დაქირავებულები - არა!