სანტას მიმოფრენას ამერიკის სარდლობა უზრუნველყოფს

სანტას მიმოფრენას ამერიკის სარდლობა უზრუნველყოფს

24.12.2014

აშშ-ის კოსმოსური თავდაცვა დღეს სანტას გაფრენას დააკვირდება! / U.S. Aerospace Defense detects Santa’s launch!

უკვე 50 წელიწადზე მეტია, რაც ამერიკელი ბავშვები მსოფლიოში სანტას მიმოფრენას აკვირდებიან. ამას კი, ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის სარდლობის (NORAD) მეშვეობით ახერხებენ. ტრადიცია 1955 წელს Sears მაღაზიის სარეკლამო განცხადებით დაიწყო. განცხადებაში ბავშვებისთვის სანტას ტელეფონის ნომერი იყო მითითებული, თუმცა შეცდომით. სანტას მაგივრად ბავშვები საჰაერო თავდაცვის სარდლის "ცხელ ხაზზე" ხვდებოდნენ. ოპერაციების ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი ჰარი შუპი თანამშრომლებს სანტას ადგილმდებარეობის დასადგენად რადარის შემოწმებას ავალებდა და ბავშვებს, რომლებიც "ცხელ ხაზზე" ხვდებოდნენ უახლეს ინფორმაციას აწვდიდნენ. ასე დაიბადა ტრადიცია.

US Embassy Tbilisi, Georgia

For more than 50 years, kids in America have tracked Santa’s flight around the world with information from the North American Aerospace Defense Command (NORAD). The tradition began in 1955 after a Sears store advertisement misprinted the telephone number for children to call Santa. Instead of reaching Santa, the phone number put kids through to the aerospace defense Commander-in-Chief's operations "hotline." The Director of Operations at the time, Colonel Harry Shoup, had his staff check the radar for indications of Santa making his way south from the North Pole. Children who called were given updates on his location, and a tradition was born.

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge