თბილისში აფხაზური ენის ლექსიკონი გამოიცა

თბილისში აფხაზური ენის ლექსიკონი გამოიცა

26.12.2014

აფხაზური ენისა და კულტურის ინსტიტუტმა და ეროვნულმა ბიბლიოთეკამ გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის მხარდაჭერით გამოაქვეყნეს 1827 წელს შედგენილი აფხაზური ენის პირველი ლექსიკონის მეორე შევსებული გამოცემა.  ლექსიკონის ხელნაწერი ბიბლიოთეკაშია დაცული. წიგნი გამოსაცემად სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორმა თეიმურაზ გვანცელაძემ მოამზადა. ეს ლექსიკონი  არაკომერციული გამოცემაა და მას ყველა მსურველი უსასყიდლოდ მიიღებს. ლექსიკონით სარგებლობა სწავლულ-ლინგვისტებს, სტუდენტებს, ისტორიკოსებს და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.  ლექსიკონში შესულია ხელნაწერის  ერთ-ერთი მოამაგის, ქალბატონ ნათელა ერისთავის მოკლე ბიოგრაფია და ფოტოსურათი. ლექსიკონის წარდგინება იანვარში გაიმართება.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge