მიხეილ ცაგარელი: პოლიტიკაში ივანიშვილი დაინგრევა და იმ ქვეყანასაც დაანგრევს, სადაც ის, ამ სფეროში იქნება წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, ნგრევა თავად არ სურს, უბრალოდ, ის პოლიტიკისთვის არ არის დაბადებული.
ჰოროსკოპის მიხედვით, პოლიტიკაში მას შავი მთვარე ჰყავს - შავი მთვარე კი სატანური ძალაა! თითქოს, პოლიტიკურ საქმიანობას თავი დაანება, მაგრამ, რეალურად, ნაცრისფერი კარდინალია, მის გარეშე არაფერი კეთდება... მეგობრულად ვურჩევ, არ ეწყინოს - მას არა აქვს ქარიზმა და ვერც შეიცვლება, ვერც ტემბრს შეიცვლის... მენტორული ტონით ის საზოგადოებას ვერ დაელაპარაკება (აკი, სწორედ ასეთი ტონით ესაუბრა ჟურნალისტებს)..
რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, ის გონებამახვილია და ნიჭიერი, მაგრამ განვითარების საშუალებას არ აძლევენ.
ირაკლი ჰოროსკოპით კირჩხიბია, პოლიტიკური გამოცდილება აკლია, მაგრამ აქვს ინტუიცია, გონებამახვილია, ნიჭიერი, მაგრამ ამუხრუჭებს ის, რომ ჩარჩოშია მოქცეული, ივანიშვილის გარეშე ნაბიჯს ვერ დგამს, მის წესებს ემორჩილება.
როცა მარგველაშვილმა განაცხადა, „პლასტელინის“ კაცი ვარო, გამეცინა. ქალწულის ზოდიაქოს კაცია და მამლის წელიწადშია დაბადებული, ამიტომ "პლასტელინი" ვერ იქნება. მამალია, უკან არ დაიხევს, მერე რა, რომ ფილოსოფოსია, საკმაოდ პრინციპულია, არავის გაეთელინება. fmabkhazia-ს მიხედვით.