ჰეფესტოსისთვის ხომ არ დაგვედგა ძეგლი?!

ჰეფესტოსისთვის ხომ არ დაგვედგა ძეგლი?!

27.12.2014

ნანა ჯანაშია

2013 წლის 26 თებერვალს დაიწვა ავეჯის სახლი „საბა“.

 2013 წლის 17 ივლისს დაიწვა თბილისის „აკვაპარკი“.

 2014 წლის 30 ივლისს დაიწვა გლდანში, წყალსადენის ქუჩაზე მდებარე ნავთობბაზა.  

2014 წლის 7 დეკემბერს ბათუმში დაიწვა ე. წ. „ხოფის ბაზრობა“.

2014 წლის 25 დეკემბერს ბათუმში ევროპის მოედანზე ნაძვის ხეს გაუჩნდა ხანძარი. 

ახლა კი, ამ წუთებში, თბილისში, ელიავას ბაზრობას უჭირს. იქ 2 საათის წინ  გაჩენილი ხანძარი მეხანძრეებმა რის ვაი-ვაგლახით ჩააქრეს.

 ჰეფესტოსისთვის (ბერძნული მითოლოგიით ცეცხლის ღმერთი)  ძეგლი ხომ არ დაგვედგა?!

P.S. რატომ ხდება ისე, რომ  ხანძარი  ჩნდება იქ, სადაც ფული კარგად კეთდება?! ნაძვის ხეს კი ხანძარი  ევროპის მოედანზე უჩნდება?! ნეტა ვის ინტერესებში შედის  ქართველი  ხალხის გაღარიბება  და ევროპის  მოედანზე შეკრების შემთხვევაში მათი  დაპანიკება?!

P.S. 2 “ 2015 წლის 22 იანვარს ხანძარი გაჩნდა ისნის ბაზრობაზე. ცეცხლი იმ ნაწილში გაჩაღდა,სადაც ავტონაწილებით ვაჭრობენ. დამწვარია 15-მდე მაღაზია.

ცეცხლი ისნის ბაზრობაზე გვიან ღამით გაჩნდა, მიზეზი უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.”

22.01.2015

 BENEWS+



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge