ამ დღეებში ქართველი „კრიმინალური გენერლები“ მოსკოვში შეიკრიბებიან

ამ დღეებში ქართველი „კრიმინალური გენერლები“ მოსკოვში შეიკრიბებიან

28.12.2014

ქართველი კანონიერი ქურდები მოსკოვში იკრიბებიან,ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. როგროც გამოცემა "rosbalt"-ი წერს ყველაზე დიდი შეკრება ე.წ. ქართველი "კანონიერი ქურდების" მოსკოვში ახალ წლამდე იგეგმება.გამოცემის ცნობით, ყველაზე ავტორიტეტულმა ქართველმა "კანონიერმა ქურდებმა" რუსეთის დედაქალაქში ჩასვლა უკვე დაიწყეს. ევროპიდან და დსთ-დან ჩასული მსხვილი ავტორიტეტები მონაწილეობას მიიღებენ ბოლო წლების ყველაზე მასშტაბურ ე.წ. „კრიმინალური გენერლების“ შეკრებაში.რუსულ მედიაში ვრცელდება რამდენიმე ქართველი "კანონიერი ქურდის" გვარიც, რომლებიც უკვე მოსკოვში იმყოფებიან. მათ შორის არის დავით სებისკვერაძე, რომელიც წლებია, საბერძნეთში ცხოვრობს და ევროპაში არსებულ მაფიას ხელმძღვანელობს.შეკრების ინიციატორი ზაქრო კალაშოვია. გავრცელებული ინფორმაციით, შეკრებაზე შიდა კონფლიქტების განხილვას და 2008 წლიდან „ქურდულ ოჯახში“ მიღებული ახალი წევრების საქმიანობაზე მსჯელობას აპირებენ. via: pirveliradio



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge